აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, “ბაქო-თბილისი-ყარსის“ პროექტი წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში

“ბაქო-თბილისი-ყარსის“ პროექტი წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა განაცხადა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შენდება. მისი საერთო სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს. წინასწარი პროგნოზებით, მას შემდეგ, რაც სარკინიგზო ხაზი ექსპლუატაციაში შევა, იგი მნიშნელოვნად გაზრდის ვაჭრობის მოცულობას ქვეყნებს შორის.

როგორც აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი აცხადებს, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ აზერბაიჯანისა და რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევრაზიისთვის.