"რუსეთის ყველა კომპანია ერთად აღებული, უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე "ფეისბუქი"

რუსეთის ყველა კომპანია ერთად აღებული, რომელიც წარმოდგენილია საფონდო ბირჟებზე, თავისი "გაზპრომებით", "როსნეფტებით" და "ლუკოილებით" უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე ერთი ამერიკული კომპანია, სახელად "ფეისბუქი".

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ფეისბუქზე" წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"ფეისბუქმეგობრებს გილოცავთ ისტორიულ პროცესში თანამონაწილეობას!

რუსეთის ყველა კომპანია ერთად აღებული, რომელიც წარმოდგენილია საფონდო ბირჟებზე, თავისი გაზპრომებით, როსნეფტებით და ლუკოილებით უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე ერთი ამერიკული კომპანია, სახელად ფეისბუკი.

მთელი რუსეთის ფირმების საბაზრო ღირებულება არის 276 მილიარდი დოლარი, ანუ 15 პროცენტით ნაკლები, ვიდრე ღირს ფეისბუკის აქციები.

2008 წელს გაზპრომი ღირდა 365 მილიარდი დოლარი. ახლა გაზპრომის ფასი არის მხოლოდ 41 მილიარდი. რამდენჯერმე ნაკლები, ვიდრე თუნდაც იგივე გუგლი.

რუსეთის ამოცანა არის დაეწიოს და გაუსწროს "გუგლს". "ეფლზე" ვერც იოცნებებს.

"მთელ რუსეთს ჯიბეებით დავატარებთ, თქვა ცინიკოსმა და ამაყად დააწკაპუნა აიფონის კლავიატურაზე" - ეს მომავალი პოსტის ანონსია:)", - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქზე".