Fitch- საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებს დოლარიზაცია და ვალუტის გაუფასურება ზიანს აყენებს

საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში ბანკები მაღალი დოლარიზაციის ბალანსით მნიშვნელოვნად დაზარალდნენ ეროვნული ვალუტის გაუფასურებით.

ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Ficth-ის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ამ მხრივ ყველაზე მეტად აზერბაიჯანისა და უკრაინის ბანკები დაზარალდნენ, რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის ბანკები კი ნაწილობრივ იქნენ დაცული სახელმწიფოს მხარდაჭერით.

„კურსის ცვლილება ნაკლებად სერიოზული იყო საქართველოსა და სომხეთის ბანკებისთვის“, - ნათქვამია სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში.

Ficth-ის ცნობით, რეგიონში საბანკო სექტორი ძირითადად უცხოურ ვალუტაში გასცემს სესხებსა და აგროვებს დეპოზიტებს.

„საქართველოს, სომხეთისა და ბელორუსის ბანკებს უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ყველაზე მაღალი წილი აქვთ (57-66%), მაშინ, როდესაც ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ბელორუსის ბანკებს დეპოზიტების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აქვთ უცხოურ ვალუტაში - 60%-ზე მეტი“, - ნათქვამია ანგარიშში.

Ficth-ის განცხადებით, უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა მაღალია უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, თუმცა შეზღუდულია ყაზახეთში, რუსეთსა და ბელორუსში.

ანგარიშის თანახმად, რეგიონის ქვეყნებში მაღალმა დოლარიზაციამ გამოიწვია ვადაგასული სესხებისა და კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტის ეროზია.

„მხოლოდ ქართული ბანკები აგრძელებენ აქტივების ხარისხის კარგი კოეფიციენტის შესახებ მოხსენებას, რაც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ეროვნული ვალუტის შემცირებულ გაუფასურებასა და რუსეთთან ნაკლებ ეკონომიკურ კავშირებზე მეტყველებს“, - ნათქვამია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე