ამერიკა და ხუთი ევროპული ქვეყანა რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას მხარს უჭერს

ამერიკისა და ხუთი ევროპული ქვეყნის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხს მხარი დაუჭირეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა.

მისი თქმით, დანიის, შვედეთის, ისლანდიის, ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერები ერთიან პოზიციას გამოხატავენ და შეშფოთებულები არიან რუსეთის აგრესიული სამხედრო ყოფნის გამო ჩრდილოევროპულ რეგიონში.

როგორც ცნობილია, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ლიდერებთან ბარაქ ობამას შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ, რომ რუსეთისთვის დასავლეთის სანქციები მხოლოდ მაშინ მოიხსნება, როდესაც მინსკის შეთანხმება შესრულდება.

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების ვადა ივნისში იწურება.