ხატია დეკანოიძე უკრაინაში ფინანსური პოლიციის შექმნის ინიციატივით გამოდის

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე ეკონომიკური დანაშაულების გამოძიების მიზნით უკრაინაში ფინანსური პოლიციის შექმნის ინიციატივით გამოდის.

„ პოლიცია არ უნდა იყოს დაკავებული ეკონომიკური დანაშაულების გამოძიებისთვის. ამისთვის საჭიროა შეიქმნას აბსოლუტურად ცალკეული სტრუქტურა - ფინანსური პოლიცია“, - განუცხადა საქართველოს პოლიციის აკადემიის ყოფილმა რექტორმა უკრაინულ გამოცემას.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ეროვნული პოლიცია მხოლოდ კრიმინალური ხასიათის საქმეებს უნდა იძიებდეს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პოლიციის რეფორმირების პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებისთვის კიდევ დაახლოებით 300 მილიონი დოლარია საჭირო.