კახა კალაძე - ვერავინ შეუშლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას

ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აპროტესტებს ამ პროექტის განხორციელებას.

მინისტრის თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

”ის აუცილებლად განხორციელდება და ვერავინ და ვერაფერი შეუძლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტების განხორციელებას", - განაცხადა კალაძემ.

ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროში საჯარო განხილვა იმართება.