ქართული მატყლი ექსპორტზე შესაძლოა, ბრიტანეთში, შვედეთსა და იტალიაში გავიდეს

ქართული მატყლის ნიმუშები ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია გაგზავნილი.

მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა "ქართული მატყლის კომპანიაში” იმედოვნებენ, რომ ექპორტზე ბრიტანეთში, შვედეთსა და იტალიაში მალე გავლენ.

,,შემდეგ კვირაში დაგეგმილი გვაქვს ვიზიტი ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა თვეში 100 ტონამდე იქნება. მიწოდების პრობლემა არ გვექნება. მთავარია, მოლაპარაკებები დიდხანს არ გაიწელოს”, - ამბობს ,,ქართული მატყლის კომპანიის” დირექტორი ზაურ კულიევი.

ე. წ. მესამე ქვეყნების იმ სიას, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლის შეტანა შეიძლება, საქართველო მარტის თვეში დაემატა.

მატყლი იქნება ცხოველური წარმოშობის პირველი პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში გავა.

ქრისტინე გამთენაძე