ფინანსთა მინისტრი - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა რეცესიას გამოიწვევს და ეკონომიკურ ზრდას 3,6%-ით შეანელებს

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ქვეყანაში რეცესიას გამოიწვევს და ეკონომიკურ ზრდას 3,6%-ით შეანელებს.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა.

უწყება ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში მოხდება „სწრაფი და სიღრმისეული“ ეკონომიკური შოკი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მოსალოდნელი იქნება ინფლაციის მკვეთრი ზრდა და უძრავ ქონებაზე ფასების მატება.

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდება.