დღეს ევროკავშირის საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს

საქართველოს საკითხი დღეს დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომის დღის წესრიგშია. ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში მან იმედი გამოთქვა, რომ „ძალიან მალე საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიღებს“.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს საკითხი შეხვედრის დღის წესრიგშია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამშაბათს საქართველოს საკითხის არსებითი განხილვა იქნება, რადგან საქართველომ შეასრულა ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა. ჩვენი მოლოდინით, მივიღებთ შემდგომ პროგრესს და საბჭო წინ წაიწევა გადაწყვეტილებების მიღების საქმეში. დღევანდელი შეხვედრის დროს მივიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა ყველა მინისტრისგან, აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა, ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროცესი გეგმის თანახმად გაგრძელდება და ძალიან მალე საქართველო მიიღებს მოსალოდნელ შედეგებს“, - განაცხადა გუშინ ჯანელიძემ.