ანგელა მერკელი - თურქეთისთვის უვიზო რეჟიმი 1-ელი ივლისიდან არ ამოქმედდება

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთისთვის უვიზო რეჟიმი 1-ელი ივლისიდან არ ამოქმედდება. ამის შესახებ euroline.ge წერს.

“მკაფიოდ განვაცხადე, რომ სავიზო რეჟიმის შემსუბუქების გზა 72 პუნქტიან შეთანხმებაზეა დამოკიდებული. აუცილებელია 72-ვე პუნქტის შესრულება, რათა სავიზო რეჟიმი შემსუბუქდეს,” - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა აღიშნა, რომ შეხვედრის მსვლელობისას თურქეთის პრეზიდენტმა პრაქტიკულად ანტიტერორისტულ კანონში ცვლილებების შეტანაზე უარი განაცხადა.

როგორც ცნობილია, თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ აპირებს გადახედოს ევროკავშირთან დადებულ ყველა შეთანხმებას.

ინფორმაციის წყარო: http://www.euroline.ge/?p=7838