ტექნოპარკში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში დღეს, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია გაიმართება. ფორუმის ძირითადი განსახილველი თემებია: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო საგენტო, სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

ფორუმის პარტნიორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.