დიმიტრი ქუმსიშვილი - ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკში უნდა დარჩეს

ჩემი პოზიციაა, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა დარჩეს ეროვნულ ბანკში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

„ეს არის ჩემი პოზიცია, ჩემი დამოკიდებულება. ეს პოზიცია მე არც ადრე დამიმალავს. დღეს ეს საკითხი იხილება საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და ჩემი პოზიცია, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა დარჩეს ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს პოზიცია ადრეც დაუფიქსირებია.

„საბანკო ზედამხედველობის შესახებ“ კანონი, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფას ითვალისწინებს, ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.