ირანი და რუსეთი საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანსპორტირებაზე ფინალურ მოლაპარაკებებს მართავენ

ირანი და რუსეთი ელექტროენერგიის ტრანსპორტირებაზე ფინალურ მოლაპარაკებებს მართავენ, ტრანზიტი საქართველოს გავლით განხორციელდება.

ამის შესახებ ირანის ელექტროენერგიის სამეწარმეო კავშირის წარმომადგენელმა პაიამ ბაგირიმ აზერბაიჯანულ გამოცემა APA-ს განუცხადა.

„ირანსა და რუსეთს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომლის მიხედვით, ზაფხულის პერიოდში რუსეთი ელექტროენერგიას ირანს მიაწვდის, ზამთრის პერიოდში კი პირიქით. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ტრანსპორტირების გზებია. საუბარია ორ მარშრუტზე: ირანი-სომხეთი-საქართველო-რუსეთი და ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-რუსეთი. აზერბაიჯანსა და ირანს შორის არსებული თანამშრომლობის პერსპექტივებიდან გამომდინარე, ტრანზიტი აზერბაიჯანის გავლით განხორციელდება და არა სომხეთის“, - განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა.