თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას დააჩქარებს

თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას დააჩქარებს. ქვეყნის ტრასპორტის, ნაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრის, აჰმეტ არსლანის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია თურქეთისა და მთლიანად რეგიონისთვის. ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი უზრუნველყოფს ყარსის პროვინციის გადაქცევას თურქეთის სავაჭრო ცენტრად. მაგისტრალმა, პირველ ეტაპზე, 1 მილიონი მგზავრის გადაყვანა და 5 მილიონი ტვირთის გატარება უნდა შეძლოს, რაც მოგვიანებით 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე