გერმანიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გერმანიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ბუნდესტაგმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელიც 1915-16 წლებში განვითარებულ მოვლენებს გენოციდად აფასებს.

როგორც გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, დეპუტატებმა რეზოლუცია თურქეთის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად მიიღეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა დღეს განაცხადა, რომ გერმანიის პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა ბერლინისა და ანკარას „მეგობრობის ტესტი“ იქნება. მან ასევე მოუწოდა გერმანელ დეპუტატებს, „არარაციონალურ“ გადაწყვეტილებაზე უარი თქვან.