ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი ეკონომიკა დაახლოებით 6-ჯერ და უფრო მეტად ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს

ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, დაახლოებით, 6-ჯერ და უფრო მეტად ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა 3-4 წელიწადში, მაქსიმუმი გაკეთდა.

”დემოკრატიული ღირებულებები შეიძლება შევადაროთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებსაც კი, ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. დაახლოებით, 6-ჯერ და უფრო მეტად (გააჩნია რა განზომილებით, მოვახერხებთ შედარებას) ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. შესაბამისად, პრობლემა და ცდუნება დიდია იმისა, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი დავაბრალოთ, რომ მან 3-4 წელიწადში ვერ მოახერხა ეს პრობლემა გადაეჭრა. ჩემი აზრით, ეს თეორიულად შეუძლებელია. რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, 3-4 წელიწადში, მაქსიმუმი გაკეთდა, დანარჩენს სჭირდება დაახლოებით, 10-15 წელიწადი, თუ ჩვენ მოვახერხებთ ვიქნებით სტაბილურები და ყველა იმ ღირებულებებს დავიცავთ და სწორი გზით წავალთ, ჩვენ შეგვიძლია უმოკლეს დროში მოვახერხოთ და ჩავდგეთ განვითარებული ქვეყნების რიგში”, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე გარედან შეფასდა.