პრემიერი და ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის საკითხებზე მიმდინარე ფორუმს ესწრებიან

„ენერგეტიკის საერთაშორის ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება - ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა“ - ამ სახელწოდებით სასტუმრო „რუმსში“ საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ედუარდ ჩოუ, ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოშია იანოშ ჰერმანი და ეკონომიკის დარგში ექსპერტები ესწრებიან.

შეხვედრა დისკუსიის ფარგლებში მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს როლი რეგიონში ენერგეტიკისა და ენერგოგამტარობის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია. პრემიერმა ქვეყნის როგორც შიდა რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე, ასევე საქართველოს ტრანზიტულ როლზეც ისაუბრა.