Financial Times - ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ნახევარი წლით გაახანგრძლივებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ნახევარი წლით გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Financial Times საკუთარ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, სასანქციო რეჟიმი მიმდინარე წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე იმოქმედებს, რის შემდეგაც ბრიუსელი ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინასა და ყირიმის გამო დააწესა.