მალე უძრავი ქონების მფლობელებს საკუთარი ქონების ღირებულების მონიტორინგი შეეძლებათ

მალე უძრავი ქონების მფლობელებს საკუთარი ქონების ღირებულების მონიტორინგი შეეძლებათ. ბაზარზე ახალი სერვისის დანერგვას საინვესტიციო და საკონსულტაციო ჯგუფი "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" აპირებს. ახალი პროდუქტი როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, უძრავი ქონების ფასების ცვლილებას რეალურ დროში დააკვირდნენ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ. ჰოლდინგის დამფუძნებლის, აიეტ კუკავას განცხადებით, მსგავსი სერვისი უძრავი ქონების ბაზარს რისკებისგან დაიცავს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე