National Geographic -  ბიძინა ივანიშვილის პროექტმა „პანორამამ“ შესაძლოა, თბილისის ძველ ნაწილს თავისი იერსახე დააკარგვინოს

National Geographic-ის ვერსიით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, „რომლებიც მეტ ვიზიტორს იმსახურებენ“.

სტატიაში ნათქვამია, რომ რევოლუციების, ომისა და ქაოსის შემდეგ საქართველო იქცა სწრაფი განვითარების ქვეყნად, რომელიც სულ უფრო მეტ უცხოურ ინვესიტიცას იზიდავს.

National Geographic  თბილისს უწოდებს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ კულტურულ დედაქალაქს და მის სილამაზეს აღწერს.

სტატიის ავტორი ურჩევს მოგზაურებს, თბილისს ახლავე ესტუმრონ, რადგან „ბუნდოვანმა მშენებლობებმა“, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პროექტმა „პანორამამ“, შესაძლოა თბილისის ძველ ნაწილს თავისი იერსახე დააკარგვინოს.

გამოცემა ასევე ურჩევს მოგზაურებს, აუცილებლად ესტუმრონ კახეთს - რეგიონს უძველესი ღვინის კულტურით, ულამაზესი ხედებითა და შუა საუკუნეების მონასტრებით.

საქართველოს გარდა, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მეტ ვიზიტორს იმსახურებს, სომხეთი, ირანი, ალბანეთი, კოსოვო, უზბეკეთი, ტუნისი, ნეპალი და ნიკარაგუა მოხვდა.