ევროკავშირის საბჭომ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ მიღებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ მიღებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. როგორც “როიტერი“ იუწყება, სანქციები მომავალი წლის 23 ივნისამდე იმოქმედებს.

დასავლეთის მიერ დაწესებული ზომების თანახმად, აკრძალულია ყირიმის ნახევარკუნძულიდან პროდუქციის ევროკავშირში იმპორტი, ინვესიტიციების ჩადება, ტურისტული მომსახურების სფეროში თანამშრომლობა, ასევე გარკვეული პროდუქციებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი.

მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გახანგრძლივების საკითხზე მიიღებს გადაწყვეტიელბას.