თბილისი-ბათუმისა და ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება

თბილისი-ბათუმისა და ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება შიდა ავიარეისები ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით.

ფრენებს 50 ადგილიანი CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ყაზახური ავიაკომპანია SKYBUS შეასრულებს.

მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ავიაკომპანია “სერვისეარი” შეასრულებს ავიარეისებს ნატახტარი-ბათუმი- ნატახტარის მიმართულებით 17 ადგილიანი L410 ტიპის საჰაერო ხომალდით.

ფრენების განრიგი ასეთია - ორშაბათი და ოთხშაბათი: ბათუმი-თბილისი: 07:30; თბილისი-ბათუმი: 09:00

პარასკევი: ბათუმი-თბილისი: 19:25; თბილისი-ბათუმი: 20:50

სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა: ნატახტარი - ბათუმი: 09:00; ბათუმი - ნატახტარი: 11:00.