„გაზპრომსა“ და ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოში „სოკარის“ მიწოდებებზე არ აისახება

„გაზპრომსა“ და ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოში „სოკარის“ მიწოდებებზე არ აისახება. ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო Trend-ს SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განუცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებული კონტრაქტი 2030 წლამდე მოქმედებს და დოკუმენტში საწვავის კონკრეტული მოცულობაა მითითებული.

16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „გაზპრომის“ პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია „გაზკო+“-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წელს „გაზპრომი“ კომპანია „გაზკო+“-ს მიაწოდებს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს.

კონტრაქტის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისი-31 დეკემბერია.