რაში იხარჯება საქართველოს ბიუჯეტი

ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს პარლამენტი ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტს ამტკიცებს.ფინანსები პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება. მაგალითად, ბოლო წლებია სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებია ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, თავდაცვა და უსაფრთხოება, რეგიონული განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი, განათლება და მეცნიერება, კულტურა, რელიგია, სოფლის მეურნეობა და ა.შ.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმა დაახლოებით, 10 მილიარდი ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე დიდი რესურსი მიმართულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე - 3 მილიარდ 162 მილიონი ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებში 2016 პირველი წელია, როცა ჯანდაცვის სამინისტროს მერე, მეორე ადგილს განათლების სამინისტრო იკავებს, რომლისთვისაც გამოყოფილია 975 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 321 მილიონი ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 950 მილიონი ლარი, თავდაცვის სამინისტროსთვის 670 მილიონი ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 595 მილიონი ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის 100 მილიონი ლარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის 153 მილიონი ლარი, ენერგეტიკის სამინისტროსთვის 135 მილიონი ლარი, ეკონომიკის სამინისტროსთვის 95 მილიონი ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტოსთვის 110 მილიონი ლარი, კულტურის სამინისტროსთვის 97 მილიონი ლარი და ა.შ. ყველაზე ნაკლები თანხა გამოყოფილია გარემოს დაცვის სამინისტროსთვის, რომელიც 42 მილიონ ლარს შეადგენს.

კითხვაზე, როგორ უნდა ანაწილებდეს სახელმწიფო ბიუჯეტი პრიორიტეტებს, "აფბას" ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი Allnews.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მაქსიმალურად უნდა შემცირდეს სოციალური ხარჯები და აქცენტი გაკეთდეს განათლებასა და მეცნიერებაზე.

"ბოლო წლების ბიუჯეტში მთავარი მიმართულება ჯანდაცვის სფერო და სოციალური ხარჯებია, თუმცა მიმაჩნია, რომ სოციალური ხარჯები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

ამას გარდა, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში 2 მილიარდამდე თანხა ჩაიდო სოფლის მეურნეობაში და მისი წარმოება ძალიან მცირედით გაიზარდა.

ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ბიუჯეტის თანხებს ისეთ სფეროებზე მივმართავთ, როგორიც არის განათლება, მეცნიერება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ანუ ის, რაც დღეს მსოფლიო ბაზარზე კონკურენტულია.

განაგრძეთ კითხვა

თეა ბეჟიტაშვილი

ALLNEWS.GE