ინგლისის ბანკი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის პირობას დებს

ინგლისის ბანკმა პირობა დადო, რომ ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს, რათა დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მონეტარული და ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოს.

თავის განცხადებაში რეგულატორი აღნიშნავს, რომ თვალს ადევნებს ეკონომიკაში და ბირჟებზე მიმდინარე უკანასკნელ ცვლილებებს და აქტიურად ითანამშრომლებს დიდი ბრიტანეთის ხაზინადარებთან და უცხოურ ცენტრალურ ბანკებთან.

დიდი ბრიტანეთის მცხოვრებთა უმრავლესობამ, რომლებმაც რეფერენდუმში მიიღეს მონაწილეობა, ევროკავშირში დარჩენის წინააღმდეგ მისცა ხმა. რეფერენდუმის 52 პროცენტი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფას მიემხრო.

რეფერენდუმის შედეგებმა ბირჟებზე ფუნტის მნიშვნელოვნად დაცემა გამოიწვია. ამ ამბების ფონზე აზიური სავალუტო ფონდებიც ჩამოიშალა.

ეკონომისტები და ექსპერტები დიდი ხნის წინ ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირის დატოვება სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ბრიტანეთის ეკონომიკას და რეცესიას გამოიწვევდა. ანალიტიკური კომპანია ”კაპიტალ ეკონომიკსი” ელის, რომ ამ წელს ქვეყნის მშპ მხოლოდ 1.5 პროცენტით გაიზრდება.

ფუნტი, რომელიც ამჟამად 1,33 ნიშნულით იყიდება დოლარზე, კომპანიის პროგნოზებით  1,2 დოლარზე დაეცემა. ეს ინფლაციის დაჩქარებას გამოიწვევს და ბრიტანული პროდუქტების ექსპორტს შეაჩერებს.