ევროკავშირიდან გასვლის გამო, დიდი ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგმა, შესაძლოა, დაიწიოს

ევროკავშირიდან გასვლის გამო დიდი ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგმა, შესაძლოა, დაიწიოს.

ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები Moody's და S&P აცხადებენ.

აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ახლა მთავარი ეკონომიკური რისკი - ევროკავშირიდან გასვლით გამოწვეული გაურკვევლობა იქნება.

„დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება გავიდეს ევროკავშირიდან, გამოიწვევს გაურკვევლობის ხანგრძლივ პერიოდს, რაც ზეწოლას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, - ნათქვამია Moody's-ის განცხადებაში.

თავის მხრივ, სარეიტინგო სააგენტო S&P-ს სუვერენული რეიტინგების სამსახურის დირექტორი მორიც კრემერი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შედეგად, დიდი ბრიტანეთის სუვერენული რეიტინგი სულ მცირე ერთი საფეხურით დაიწევა.