Moody's-მა დიდი ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგს ნეგატიური პროგნოზი მიანიჭა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Moody's გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზის დაწევის გადაწყვეტილება მიიღო.

ქვეყნის მიერ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილების გამო, დიდი ბრიტანეთის ორმა რეიტინგმა „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ დაიწია. ორივე რეიტინგი დამტკიცდა АА1 დონეზე.

რეფერენდუმამდე Moody`s აცხადებდა, რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის შესაძლო დატოვება სერიოზულ რისკებს შეიცავდა.

მსოფლიოს სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისტენ ლაგარდის განცხადებით კი, მსოფლიოს ფინანსურმა ბაზრებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს ის მოსალოდნელი შედეგები, რომლებიც მოჰყვებოდა „ბრექსიტს“, თუმცა ეკონომიკაში პანიკური სიტუაცია არ შექმნილა.

ამის შესახებ მან კოლორადოს შტატში მიმდინარე ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მისი თქმით, ფუნტის გაუფასურების შედეგად ვიღაც ადამიანებმა ბევრი ფული დაკარგეს, ვიღაცებმა კი პირიქით - ბევრი იშოვეს, თუმცა პანიკური სიტუაცია ამ ყველაფერს არ მოჰყოლია“.

ლაგარდმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკები ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად მზად იყვნენ.

კოკა კვირკველია