მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო კომპანიებმა დიდი ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი ნეგატიურისკენ შეცვალა

საერთაშორისო სარეიტიგნო კომპანიამ Fitch მიიღო გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთისთვის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის АА+ დან АА-მდე დაწევის თაობაზე, „ნეგატიური“ პროგნოზით.

"ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ის გაურკვევლობა, რომელიც მოჰყვება რეფერედუმს, აუცილებლად მოიტანს მშპ-ის მოკლევადიანი ზრდის შენელებას, იმ ფონზე, როდესაც ბიზნესის წარმომადგენლები მოლოდინის პოზიციას დაიკავებენ ქვეყანაში არსებულ ნორმატიულ-საკანონმდებლო სიტუაციასთან მიმართებაში", - აღნიშნავენ ორგანიზაციის ექსპერტები.

ამასთან, უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standard & Poor's-მა ასევე დასწია დიდი ბრიტანეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი АА დონეზე ასევე „ნეგატიური“ პროგნოზით.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ სარეიტინგო მაჩვენებელი დასწია კიდევ ერთმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody's.

კოკა კვირკველია