საგადასახადო ამნისტია და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება - "ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

საგადასახადო ამნისტია და გადასახადებისა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება - ასეთია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო გეგმის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი მიმართულებები. პარტიის საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულია საშემოსავლო და მოგების გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიული ხარჯების 1 მილიარდი ლარით შემცირება. პროგრამა ასევე ფინანსური პოლიციის გაუქმებასა და პენსიისა და მასწავლებელთა ხელფასების ზრდას ითვალისწინებს. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა" ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით ცვლილებებს გეგმავს. როგორც პარტიაში აცხადებენ, დაგეგმილი ინიციატივების შედეგად, 2017 წელს 45 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე