დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა წლის ბოლომდე არ ამოქმედდება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა მიმდინარე წლის ბოლომდე არ ამოქმედდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თერეზა მეიმ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2020 წლამდე დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.

თერეზა მეის თქმით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში დარჩენას ან ხელახლა გაწევრიანებას აღარ შეეცდება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.