ახალი მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერების სისტემაში ამოქმედდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შემსყიდველ ორგანიზაციებს და ბიზნესსექტორს ტენდერებთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.1 ივლისიდან არსებული შესყიდვების სისტემის ალტერნატივა, ე.წ. დახურული ტენდერები ამოქმედდება, რაც მონაწილე კომპანიების მონაცემების დაფარვას ითვალისწინებს. 1 აგვისტოდან კი ხელმისაწვდომი იქნება ორეტაპიანი ტენდერებიც. შემსყიდველ ორგანიზაციებს ტენდერის ტიპის არჩევა საკუთარი სურვილის მიხედვით შეეძლებათ. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, ალტერნატიული მექანიზმები შესყიდვების სისტემაში არსებულ ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე