იოჰანეს ჰანი - ნება მიბოძეთ წავახალისო საქართველო, რათა სრულად გამოიყენოს ევროკავშირის დახმარება - წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ევრო

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისგან მომავალი ბენეფიტებით უფრო ხშირად ისარგებლონ , - აღნიშნული განცხადება ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა გააკეთა.

„უკეთესი ბიზნეს-შესაძლებლობები საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის გაუმჯობესებული გარემო, გაზრდილი ენერგოეფექტურობა - ეს არის მხოლოდ რამდენიმე სფერო, სადაც უკვე დავინახეთ იმედის მომცემი ნიშნები შეთანხმების დროებითი გამოყენების დროს და რომელიც ახლა შემდგომ პროგრესს შეძლებს. ნება მიბოძეთ წავახალისო საქართველო, რათა სრულად გამოიყენოს არსებითი დახმარება - წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომელსაც ევროკავშირი ქვეყნის რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად უზრუნველყოფს“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.