ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ეკონომიკური სანქციები 2017 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაში დაწყებული საბრძოლო მოქმედების შემდეგ შემოიღო.