სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრო – ალტერნატიული გზა ძალზე გვჭირდება და ამ მიზნით მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთთან მიმდინარეობს

სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრო მინისტრ გაგიკ ბეგლარიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს ავრცელებს.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, საქართველოს გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ქართულ და რუსულ მხარესთან ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა განაცხადა, რომ სომხური ტვირთების გადაზიდვისთვის სომხეთს ძალზე სჭირდება ალტერნატიული გზა. ამ მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციასთან“, - აცხადებენ სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროში.