ნავთობის ფასი დაეცა

ინვესტორების შიშის ფონზე, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის გადაწყვეტილება ნავთობზე მოთხოვნას შეამცირებს, „შავი ოქროს“ ფასი დაეცა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 0,44%-ით შემცირდა და ბარელზე 48,02 დოლარი შეადგინა. 0,45%-ით გაიაფდა აშშ-ის ნედლი ნავთობი, რომლის ფასი ბარელზე 46,64 დოლარამდე ჩამოვიდა.

„სახეზე გვაქვს გამყარებული დოლარი, „ბრექსიტის“ ფონზე გაზრდილი შიშნარევი განწყობები და ამ ყველაფრის ფონზე ნავთობის მოთხოვნისა და მიწოდების პრობლემები“, - აღნიშნა „ფორექსის“ ანალიტიკოსმა ფავადა რაზაკზადიმ.

დღეს დილით დოლარის ინდექსი ევქსი ქვეყნის სავალუტო კალათთან მიმართებაში 0,18%-ით - 96,37 პუნქტამდე გაიზარდა.