იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5705 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5705 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 948 მლნ აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4757 მლნ აშშ დოლარი (30 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივნისში 3809 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67 პროცენტი შეადგინა.