კახეთის მაგისტრალური გაზსადენის “თელავი-ახმეტის’’ მონაკვეთს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაქშენი“ ააშენებს

კახეთის მაგისტრალური გაზსადენი “თელავი-ახმეტის’’ 300მმ დიამეტრისა და 27კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას ქართული კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაქშენი“ უზრუნველყოფს.

როგორც  “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” აცხადებენ, აღნიშნულმა კომპანიამ სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ 2016 წლის 11 მაისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, რომლის თანახმად კომპანია 2017 წლის თებერვლამდე უზრუნველყოფს გაზსადენის მშენებლობის დასრულებას. სამშენებლო-სარებილიტაციო მონაკვეთის ღირებულება 2 120 000 ლარია დღგ-ს გარეშე.

„თელავი-ახმეტის“ 27 კმ-იანი მონაკვეთის 300მმ დიამეტრის ახალი მილსადენის მშენებლობა მაგისტრალური გაზსადენის კახეთის განშტოების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოთა ფარგლებშია დაგეგმილი. პროექტის დასრულების შემდეგ, გაზსადენის აღნიშნულ მონაკვეთზე 1976 წელს აშენებული 200მმ დიამეტრის ამორტიზებული მილები სრულად შეიცვლება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.