იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სფეროს ხელშეწყობის მიზნით მომდევნო წლებში 180-მდე მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

მომდევნო წლებში ევროკავშირი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სფეროს ხელშეწყობის მიზნით 180-მდე მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბათუმში განაცხადა.

„ამ საღამოს მექნება შესაძლებლობა გავეცნო სასოფლო-სამეურნეო პროექტებს. ქართველი ხალხის 50%-მდე პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გამოვყოფთ 180 მილიონ აშშ დოლარს, სასოფლო-სამეურნეო სფეროში ბიზნეს პროექტების ხელშესაწყობად“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა, რომელიც ბათუმში ევროინტეგრაციის თემაზე მე-13 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.

ღონისძიება ბათუმში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.