მსოფლიოს 126 ქვეყანას შორის თურქეთი სამხედრო ძალით მე-8 ადგილზეა

Global Firepower-ის 2016 წლის ინდექსის თანახმად, თურქეთი მსოფლიოს 126 ქვეყანას შორის სამხედრო ძალით მე-8 ადგილზეა.

ინდექსის მონაცემებით, თურქეთის შეიარაღებულ ძალებში 410 500 სამხედრო მოსამსახურე ირიცხება, რეზერვში კი 185 630. ქვეყნის არმიაში 3 778 ტანკია, მათ შორის 300 თანამედროვე „ლეოპარდი“.

საჰაერო ძალები

რაც შეეხება საჰაერო ძალებს, ინდექსის მონაცემებით, საჰაერო ძალებში ხომალდების რაოდენობა 1 007-ს შეადგენს.

მებრძოლები - 207

სატრანსპორტო ხომალდები- 439

საწვრთნელი ხომალდები - 276

ვერტმფრენები - 445

საბრძოლო ვერტმფრენები - 64.

საზღვაო ძალები

საზღვაო ხომალდების ჯამური რაოდენობა - 194

მფრინავი ხომალდების გადამზიდი: 0

ფრეგატები: 16

გამანადგურებლები: 0

კორვეტი: 8

წყალქვეშა გემი: 13

სანაპირო დაცვის ხომალდები: 29

დამნაღმველი: 15

ნავთობის რესურსები

ნავთობის წარმოება 47,670 ბარელი დღეში

ნავთობის მოხმარება: 720 000 ბარელი დღეში

დაზუსტებული ნავთობის რეზერვები: 296 000 000 ბარელი დღეში

ფინანსები

თავდაცვითი ბიუჯეტი: 18 185 000 000 ამერიკული დოლარი

საგარეო ვალი: 402 400 000 000 ამერიკული დოლარი

საგარეო გაცვლის და ოქროს რეზერვები: 118 300 000 000 ამერიკული დოლარი მსყიდველობითი უნარის პარიტეტი: 1 515 000 000 000 ამერიკული დოლარი

Global Firepower Index  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ჯარების შეფასებისას ითვალისწინებს ფაქტორებს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად განსაზღვრავს მათ სამხედრო სიძლიერეს.

ინდექსში 50-ზე მეტი ფაქტორია გათვალისწინებული, მათ შორის – ჯარის რიცხოვნობა, ტანკების, გემების, თვითმფრინავების და სხვა სამხედრო ტექნიკის რაოდენობა, სამხედრო სფეროს დაფინანსების ოდენობა, ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ნავთობპროდუქტებთან წვდომა და სხვა ფაქტორები, რომელთაც ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე გავლენა შეუძლიათ.

ამავე ინდექსის თანახმად, საქართველო 126 ქვეყანას შორის მე-80 ადგილზეა. სამხედრო ძალით მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყანა აშშ-ია.