ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი 22%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3809 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1394 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, 22%-ით - 226 მილიონ დოლარამდე შემცირდა ექსპორტი, ხოლო 1168 მლნ დოლარამდე - 4%-ით გაიზარდა იმპორტი. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 24 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24% და იმპორტში 25%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ივნისში 1153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ ქვეყნებთან ექსპორტი 29%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 8%-ით.

2016 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან კანადა (1300 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (778 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (390 მლნ აშშ დოლარი).

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე