როგორ აისახება თურქეთში განვითარებული მოვლენები საქართველოს ეკონომიკაზე

თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს­, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში თურქეთის ხელისუფლებას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს შეზღუდვები: აკრძალოს ქვეყნიდან გასვლა და შემოსვლა; ქუჩაში გასვლა; ქვეითად ან ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება და სხვ. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები ვარაუდობენ, რომ თურქეთს პოლიტიკური არასტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდი ელოდება, რის გამოც იქ უცხოური კაპიტალი აღარ შევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცოდნა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს თურქეთში მიმდინარე თუ მოსალოდნელმა მოვლენებმა საქართველოზე. გარდა იმისა, რომ თურქეთი ეკონომიკურად დაწინაურებულია, ის ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა.

თურქეთის მნიშვნელობა კარგად ჩანს ანგარიშში, რომელიც "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა" მოამზადა. ანგარიშის თანახმად, დღეს საქართველოსა და თურქეთს შორის 76 ხელშეკრულება და შეთანხმებაა გაფორმებული თითქმის ყველა სფეროში. მათ შორის აღსანიშნავია ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა გამარტივებულია და საზღვრის გადასაკვეთად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა არის საჭირო. გარდა ამისა, საქართველოში 3 200-ზე მეტი თურქულ-ქართული ერთობლივი კომპანია მოქმედებს. "თურქეთსა და საქართველოს აკავშირებს ორი ძირითადი მილსადენი - სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი აირის მილსადენი (ცნობილი, როგორც ბაქო-თბილისი-ერზრუმის ან შაჰ-დენიზის გაზსადენი) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი," - ნათქვამია ანგარიშში.

ირინა გურული, "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" პროგრამების მენეჯერი: -

თურქეთი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა და შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შემცირდეს რუსეთზე საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება. რეგიონში არასტაბილურობა უნდა განვიხილოთ ნავთობისა და გაზის მილსადენების ფაქტორის გათვალისწინებით, ასეთ ვითარებაში საფრთხე დაემუქრება სამომავლო ინიციატივებსა და ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის გაღრმავებასაც.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 25 ივლისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ემა ტუხიაშვილი