დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას დებს

ბრიტანეთის ახალმა ფინანსთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა თავისუფალი სავაჭრო მიმოსვლის შესახებ ჩინეთთან მოლაპარაკებები დაიწყო.

როგორც euroline.ge წერს, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების საფუძველზე გაერთიანებულ სამეფოს ჩინეთის ბაზარზე წვდომის საშუალება მიეცემა.

„რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე დარტყმა მინიმუმამდე დავიყვანოთ და მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში,“ -განაცხადა ჰამონდმა.

ამასთან, ბრიტანეთის ახალი ფინანსთა მინისტრი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბრექსიტის შემდეგ „გლობალური იმედგაცრუებები“ არსებობდა.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=8986