NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33%-ის შეფასებით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა - გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 34%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 33%-ის შეფასებით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.