გამოკითხულთა 72%  შეღავათიან საექსპორტო რეჟიმებზე  ინფორმაციას არ ფლობს

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებებისა და ინფორმირებულობის კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 50%-ს არ აქვს ინფორმაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. ამასთან, რესპონდენტების 72% არ ფლობს ინფორმაციას საქართველოს შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმების თაობაზე. კვლევის მიხედვით, მცირე ფერმერებისთვის კვლავ პრობლემად რჩება ფინანსურ რესურსებზე წვდომა. გამოკითხვა საქართველოს 5 რეგიონში ჩატარდა და მის ფარგლებში 500 რესპონდენტი გამოიკითხა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე