მომავალი წლიდან ქართული კომპანიები ჩინეთში პროდუქციის გატანას შეღავათიანი საბაჟო ტარიფებით შეძლებენ

მომავალი წლიდან ქართული კომპანიები ჩინეთში პროდუქციის გატანას შეღავათიანი საბაჟო ტარიფებით შეძლებენ.

ქართული მხარე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას სექტემბრისთვის ვარაუდობს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის ძირითად საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ნაწილი ჩინეთში დაბალი საბაჟო ტარიფებით, პროდუქტების გარკვეული ჩამონათვალი კი ნულოვანი ტარიფებით შევა. ამასთან, შეთანხმება საქონლის გარდა, მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციასაც ითვალისწინებს. შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელსაც ჩინეთთან მსგავსი ხელშეკრულება ექნება.