მცხეთიდან დიდგორამდე ახალი გზა აშენდება

მცხეთიდან დიდგორამდე ახალი გზის მშენებლობა იგეგმება

, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა დიდგორობის აღსანიშნავი ღონისძიების შემდეგ განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული გზა სამხრეთ საქართველოს მცხეთასთან დააკავშირებს.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც.

”მზად გვაქვს პროექტი, რომლითაც გზა უნდა გავიყვანოთ მცხეთამდე. მონაკვეთი იქნება დაახლოებით 26 კილომეტრი. კარგ გზას გავაკეთებთ, ასე რომ, ეს არ იქნება მხოლოდ დიდგორთან მოსასვლელი გზა. ამ გზით სამხრეთ საქართველო დაუკავშირდება მცხეთას და აქედან ძალიან მალე ავტობანს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გზა იქნება. გარდა ამისა, ბატონ მერაბ ბერძენიშვილთან ერთად ვაკეთებთ პროექტს, რომელიც 2 მილიონი დაგვიჯდება. იმედია, მომავალი დიდგორობისთვის დავამთავრებთ და აქ, ადგილზე, გაცილებით კეთილმოწყობილი იქნება ყველაფერი”, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.