მსოფლიო ეკონომიკის ნდობის ინდექსი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის, IFO-ს კვლევის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკის ნდობის ინდექსმა სამწლიან მინიმუმს მიაღწია.

გერმანელმა მკვლევრებმა მსოფლიოს 115 ქვეყანაში ეკონომიკის სფეროში მომუშავე 1086 ექსპერტი გამოკითხეს, რომელთაც არსებული სიტუაციის შეფასება და პროგნოზი სთხოვეს.

გამოკითხვის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკის ნდობის ინდექსი მესამე კვარტალში 4,5 პუნქტით - 86 პუნქტამდე დაეცა, რაც რეკორდული მინიმუმია.

კვლევით ცენტრში აღნიშნავენ, რომ არსებული ეკონომიკური სიტუაციის საექსპერტო შეფასება კვლავ არახელსაყრელია, ეკონომიკური მოლოდინები კი - გაცილებით უფრო ნეგატიური, ვიდრე გასულ კვარტალში.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ნეგატიურ პროგნოზზე განსაკუთრებით დიდ გავლენა მოახდინა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე, ასევე აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის შენელებამ.

ერთადერთი გამონაკლისი - ევროკავშირში გაწევრიანებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია, სადაც ეკონომიკური მოლოდინები გაუმჯობესდა.

გაუმჯობესება შეინიშნება ასევე ლათინური ამერიკისა და დსთ-ს ქვეყნებში, სადაც ინდექსი შედარებით გაიზარდა. აზიურმა მაჩვენებელმა კი პირიქით, ბოლო 7 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა პირველად 1981 წელს ჩატარდა.