ირანში პირველად დაუშვებენ iPhone-ის გაყიდვას

ირანის ხელისუფლება ადგილობრივი მობილური კომპანიებისთვის iPhone-ის გაყიდვების უფლების გაცემას გეგმავს.

ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, 9 ადგილობრივი კომპანია უახლოეს ხანებში შეძლებს Apple-ის სმარტფონების იმპორტს.

ამჟამად ირანში არასერტიფიცირებული ტელეფონები მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში იყიდება. ქვეყანაში iPhone-ის იმპორტის დაშავება კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.

ამ ეტაპზე აშშ-დან ირანში პირდაპირ ოპერაციები ბევრი ამერიკული კომპანიისთვის კვლავ აკრძალულია, გარდა სურსათის, სამედიცინო დანიშნულებისა და ავიაკომპონენტების მიმწოდებელი კომპანიებისა.