იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტი შემცირდა, იმპორტი გაიზარდა

2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6548 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,

რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 1122 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5426 მლნ. აშშ დოლარი (25 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივლისში 4304 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა.