გიორგი კვირიკაშვილი - მთის კურორტების განვითარება პირად კონტროლზე მყავს აყვანილი

თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, კურორტის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განვითარებას ითვალისწინებს

, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას მესტიაში განუცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში მთის კურორტების განვითარება პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

„მათ შორის არის ბაკურიანი, გუდაური, თეთნულდი და გოდერძი. ოთხივე მიმართულებით იქნება ძალიან სერიოზული პროგრესი. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რა კეთდება. მიბრძანდით თუნდაც ბაკურიანში და ნახეთ, წელს რამდენი ინფრასტრუქტურული ცვლილებაა და რამხელა ბუმია. მთის კურორტები განვითარდება გაცილებით უკეთ, ვიდრე წინათ, მათ შორის ისე, რომ არავის დავიჭერთ, არ დავაპატიმრებთ და კიდევ უფრო ჩქარა ავაშენებთ ყველაფერს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.